ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სხ. კაროლინაში მოსწავლეს მასობრივი მკვლელობის მუქარაში ადანაშაულებენ


სამხრეთ კაროლინაში მცხოვრებ თინეიჯერ ბიჭს სოციალურ ქსელ "სნეპჩათში" გამოქვეყნებული პოსტის გამო უსიამოვნება შეექმნა. ფოტოზე მას ნიღაბი უკეთია და იარაღი უჭირავს. ფოტოზე კი არის მინაწერი: "ფლორიდის მეორე რაუნდი".

სპარტანბურგის ოლქის შერიფის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ამ ახალგაზრდის ერთ-ერთი თანაკლასელის მშობელმა გაავრცელა და თქვა, რომ მან მუქარის შემცველი პოსტი განათავსა.

ახალგაზრდა ამბობს, რომ ეს პოსტი უბრალო ხუმრობა იყო, თუმცა მისი სკოლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ საკითხს მაინც სერიოზულად ეკიდებიან. პოსტი ფლორიდის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ განთავსდა ინტერნეტში. ამ სროლის შედეგად ოთხშაბათს 17 ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG