ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კონგრესმენები ტრამპის ერისადმი მიმართვას ეხმაურებიან


კონგრესის წევრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერისადმი მიმართვას არაერთგვაროვნად აფასებენ. ერთი ნაწილი აღფრთოვანებულია იმით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვაში პარტიული მიკერძოებულობა ნაკლებად იგრძნობოდა და ის უფრო ორპარტიული ინტერესებით და ერთიანობის გზავნილებით იყო გაჯერებული. კანონმდებლების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ტრამპს ტრიბუნა უფრო კონკრეტული პრობლემების განხილვისთვის უნდა გამოეყენებინა.

კონგრესში წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის რაიან კოსტელოს თქმით, პრეზიდენტის მიმართვა პოზიტიური იყო და ტრამპმა ძირითადად ქვეყნის შიდა პრიორიტეტებზე ისაუბრა. კონგრესს შემდეგი რამდენიმე თვე პრეზიდენტის წინადადებებზე მუშაობა და დეტალების დახვეწა მოუწევს. დემოკრატი სენატორი კრის კუნი აცხადებს, რომ მიმართვაში მეტ კონკრეტიკას ელოდა.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრის, ტედ ლიუს აზრით, ტრამპს კარგი წინადადებები ჰქონდა ხელფასიანი შვებულებების, ინფრასტრუქტურის, პენიტენციალური სისტემის რეფორმის მიმართულებით, მაგრამ ის იმედგაცრუებულია საიმიგრაციო პროგრამების ლიმიტირების წინადადებით. იმიგრაციის თემა ორ პარტიას შორის მთავარ წყალგამყოფად რჩება. კანონმდებლებმა უკვე რამდენიმე თვეა ამ საკითხში შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG