ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი სომალიში და გატაცებული ქართველი მეზღვაურები


ტერაქტი სომალიში და გატაცებული ქართველი მეზღვაურები

ტერაქტი მოხდა ასევე სომალის დედაქალაქ მოგადიშოში. აეროპორტის მთავარ შესასვლელში მომხდარი აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველთა განცხადებით, ტერაქტი თვითთმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. პოლიციამ ტერაქტის ფაქტი დაადასტურა, თუმცა ჯერჯერობით არ იციან თუ ზუსტად რამდენი ადამიანია დაღუპული. ტერაქტი აფრიკის კავშირის სამშვიდობო ძალების პოსტის სიახლოვეს მოხდა. ასევე უცნობია, თუ არის ვინმე დაღუპული სამშვიდობო ძალებიდან. გარდა ამისა, ადენის ყურეში სომალელი მეკობრების მოქმედება გრძელდება. მათ გუშინ კიდევ ერთი გემი გაიტაცეს რომელზეც 15 ქართველი იმყოფება. დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

XS
SM
MD
LG