ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბაჟო სამსახურს ვიზიტორების სოციალურ მედიაზე დაკვირვება სურს


შეერთებული შტატების მთავრობა აქტიურად განიხილავს სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტების მონიტორინგს იმის დასადგენად, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს ქვეყნისთვის საფრთხეს.

ამერიკის საბაჟო და საზღვრის დაცვის სააგენტოს ინივიატივით, რომელიც ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ნაწილია, ქვეყანაში ჩამოსულმა უცხოელებმა მათი ფეისბუქის და ტვიტერის ანგარიშების შესახებ საზღვრის დაცვის სამსახურს ინფორმაცია უნდა გაუზიარონ. ეს შეზღუდვა მგზავრების მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას მიესადაგება.

არჩევითი კითხვა სოციალური მედიის შესახებ მოცემული იქნება დოკუმენტზე, რომელის შევსებაც ამერიკაში ჩამოსულ ყველა უცხოელს მოეთხოვება. ფორმაზე ასევე იქნება გრაფა, სადაც ადამიანებმა ყველა ის ქვეყანა უნდა ჩამოწერონ, სადაც 2011 წლის შემდეგ იმოგზაურეს. ეს მოთხოვნა, სავარაუდოდ, მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებზე გავრცელდება, რომლებსაც ამერიკასთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება აქვს.

XS
SM
MD
LG