ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება ამერიკას და ჰონგ კონგს შორის


უშიშროების საბჭოს სპიკერი, კეტლინ ჰეიდენი აცხადებს, რომ ჰონგ კონგმა ვაშინგტონს „იმედი გაუცრუა“

ჰონგ კონგი ედვარდ სნოუდენისთვის ქვეყნის დატოვების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მის დასაკავებლად „კანონიერი საფუძველი“ არ გააჩნდა. ოფიციალური პირების განცხადებით, სნოუდენმა ჰონგ კონგის ტერიტორია დატოვა იმ მომენტში, როცა მისი ექსტრადაციის საბუთები ჯერ კიდევ წარმოების პროცესში იყო და მათ ვაშინგტონს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოსთხოვეს.

სნოუდენს ამერიკა ჯაშუშობაში და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში დებს ბრალს. შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს სპიკერი, კეტლინ ჰეიდენი აცხადებს, რომ ჰონგ კონგმა ვაშინგტონს „იმედი გაუცრუა“, რადგან საბუთებში ექსტრადაციის მოთხოვნა კანონიერად იყო დაფიქსირებული და ის ორმხრივ შეთანხმებასთან სრულ შესაბამისობაში იყო მოყვანილი.
XS
SM
MD
LG