ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებადამცველები სნოუდენს ამართლებენ


ექსპერტების აზრით, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა მომავალში დიდ ზიანს მიაყენებს შეერთებულ შტატებს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:00 0:00
ბმული

უშიშროების ექსპერტები თვლიან, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლებას დიდი დრო დაჭირდება, ვიდრე ბოლომდე გააცნობიერებს, თუ რამხელა ზარალი მიაყენა ამერიკას ეროვნული უშიშროების სააგენტოს თვალთვალის პროგრამის გამჟღავნებამ.

ეს პროგრამა სატელეფონო მოსმენებს და ინტერნეტის მომხმარებელთა თვალთვალს ითვალისწინებს პოტენციური ტერორისტების აღმოჩენის მიზნით.
საიდუმლო თვალთვალის პროგრამის გამჟღავნება ეროვნული უშიშროების სააგენტოს თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა ითავა, რამაც თავისუფლებისმოყვარე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია, მაგრამ ზოგიერთები თავის აღშფოთებას ვერ მალავენ. მათ შორისაა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი. მისი თქმით:

“ ის მოღალატეა. ამ ინფორმაციის გამჟღავნება ამერიკელების სიცოცხლეს ემუქრება. მოწინააღმდეგემ ჩვენი შესაძლებლობების შესახებ შეიტყო და ეს კანონის დარღვევაა.“

უშიშროების სააგენტოს პროგრამის გამჟღავნება ექსპერტების შეშფოთებას იწვევს. როგორც მემკვიდრეობის ფონდის წარმომადგენელი სტივ ბუკი აცხადებს:

“ ახლა ჩვენმა მტრებმა გაიგეს, როგორ ვანხორციელებდით მათ თვალთვალს, რაც ჩვენს ანტიტერორისტულ საქმიანობს დიდ ზიანს მიაყენებს.“

ამერიკელი ექსპერტის აზრით, ამის შემდეგ ტერორისტები გამოიცვლიან კომუნიკაციის საშუალებებს:

“ ჩემი აზრით, ცუდი ბიჭები ახალ უფრო ფრთხილად იმოქმედებენ, ინტერნეტი ამის საშუალებას იძლევა. შედეგად კი მივიღებთ, რომ ამერიკელები და მათი მოკავშირეები დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან, რადგან ჩვენი ოპერაციების ეფექტურობა შემცირდება. ამით მხოლოდ ჩვენი მტრები მოიგებენ, რომელთა მოქმედების აღკვეთა ჩვენ აღარ შეგვეძლება.“

ამ შეხედულებას არ იზიარებენ ადამიანის უფლებათა დამცავები, რომლებიც სნოუდენს ამართლებენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ექსპერტი ჯიმ ვოლში.

როგორც ალჰურას ტელევიზიის ეთერში ბატონმა ვოლშმა განცხადა:

“ ეროვნულ უშიშროებასა და ადამიანის პირად ცხოვრებას შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული და აქ სახელმწიფომ ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია.“

სნოუდენი ბევრისთვის ნამდვილი გმირია, მათ შორის არის სახელგანთქმული დანიელ ელსბერგი, რომელმაც 1971 წელს ვიეტნამის ომზე პენტაგონის საიდუმლო მასალები გამოაქვეყნა.მისი თქმით:

“ ღალატს დაგაბრალებენ, მაგრამ სიმართლის მთქმელი მზად უნდა იყოს ამისთვის, რადგან პრეზიდენტს არ სურს სიმართლის გამჟღავნება. ეს ჩემ თავზე ვიწვნიე.“

კონსერვატორი ანალიტიკოსი სტივ ბუკი ჯიუტად ამტკიცებს, რომ სამოქალაქო უფლებების დამცავების საქმიანობა ზიანს აყენებს სახელმწიფო უშიშროებას. მისი თქმით:

“ მთავრობამ, თუ ამერიკელი ხალხის ნდობა დაკარგა, მთელი სისტემა გახდება შესაცვლელი. ტერორისტები უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ და შედეგებიც სავალალო იქნება.“

ექსპერტების აზრით, ამ ინფორმაციის გაჟონვა მომავალშიც დიდ ზიანს მიაყენებს შეერთებულ შტატებს.
XS
SM
MD
LG