ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სლოვენიაში ყოფილმა პრემიერმა გაიმარჯვა


საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები ადასტურებს, რომ ხმების 67 პროცენტით ყოფილი პრემიერ მინისტრი პაჰორი იმარჯვებს. მისი მოწინააღმდეგე ახლანდელი პრეზიდენტი დანილო ტურკი კი ხმების 33 პროცენეტს იღებს. პაჰორმავე მოიგო არჩევნების პირველი ტური, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართა.

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა საკუთარ გამარჯვებას ახალი იმედის ფაზა უწოდა და სლოვენიელებს ერთმანეთის მიმართ ნდობის, პატივისცემისა და მიმტევებლობის გამოხატვისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო პოსტი სლოვენიაში სიმბოლური თანამდებობაა. ქვეყნის ეკონომიკამ, რომელიც ექსპორტის შედეგად მიღებულ შემოსავლებს ემყარება, 2008 წლის გლობალური რეცესიის შედეგად, მნიშვნელოვნად იზარალა. სლოვენია ცდილობს დახმარების პაკეტის მიღებას თავი აარიდოს, თუმცასაბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად, მთავრობამ საჯარო მოხელეებს ხელფასები უკვე შეუმცირა.

საბიუჯეტო შეკვეცების წინააღმდეგ გასულ კვირას სლოვენიაში ფართემასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტი ძალადობით დასრულდა, რომლის დროსაც 15 ადამიანი დაშავდა.
XS
SM
MD
LG