ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო გამოსვლები პაკისტანში


 Protesters shout slogans as they march towards the U.S. Embassy during an anti-America rally in Islamabad, September 21, 2012..
Protesters shout slogans as they march towards the U.S. Embassy during an anti-America rally in Islamabad, September 21, 2012..

პოლიცია დემონსტრანტებს მოუწოდებს პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გააგრძელონ

პაკისტანში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხმყოფელი ვიდეო მასალის გავრცელების გამო.
პაკისტანის სატელევიზიო სააგენტო არიმ განაცხადა, რომ სადგურის ერთერთი თანამშრომელი პარასკევს, ქვეყნის ჩრდილოაღმოსავლეთის პროვინციაში საპროტესტო აქციის დროს გაჩენილი ხანძრის გამო გარდაიცვალა. ამავე ინციდენტში 11 ადამიანი დაშავდა.
დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გრძელდება დედაქალაქ ისლამაბადში, ყარაჩისა და ლაჰორში.
დღეს, პაკისტანის მთავრობამ წინასწარმეტყველ მუჰამედის სიყვარულის დღის აღსანიშნავი დღესასწაული გამოაცხადა. ამ ფონზე, ქვეყნის პოლიცია დემონსტრანტებს მოუწოდებს პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გააგრძელონ.
XS
SM
MD
LG