ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში ორ ჟურნალისტს ორწლიანი პატიმრობა ანტისამთავრობო დემონსტრაციის პირდაპირ ეთერში გაშუქების გამო მიუსაჯეს


პოლონური ტელეკომპანის „ბელსატის“ ორ ჟურნალისტს, ბელარუსის სასამართლომ, მინსკში გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაციის პირდაპირ ეთერში გაშუქების გამო, ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

„საზოგადოებრივი ღინისძიებების ორგანიზება, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო წესრიგის დარღვევას“- ეს არის ბრადლება, რომლის საფუძველზეც, მოსამართლემ კატარინა ანდრეევასა და დარია ჩულცოვას, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ანდრეევა და ჩულცოვა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, კვლავ არ ეთანხმებიან ბრალდებას და აცხადებენ, რომ ისინი დემონსტრაციაზე მხოლოდ საკუთარ ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდნენ. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პლიტიკურად მოტივირებულია.

სამართალდამცავებმა, ორი ჟურნალისტი 15 ნოემბერს დააკავეს. ჟურნალისტები რომან ბანდარენკას ხსოვნისადმი მიძღვნილ საპროტესტო მსველელობას აშუქებდნენ. ბანდარენკა, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით გამართულ მიტინგზე, ნიღბიანმა თავდამსხმელებმა სცემეს. ის ამ თავდასხმისას მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ ნიღბიან თავდამსხმელთა ჯგუფი ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული.

ჟურნალისტების ადვოკატი, სასამართლოს განაჩენს „აბსურდულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ არ შეიძლება ჟურნალისტის საქმიანობა განისაზღვროს, როგორც „სამოქალაქო წესრიგის დარღვევა.“

„ჟურნალისტების სპაროტესტო აქციას უბრალოდ პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. სიტყვები, რომლებსაც ისინი გამოიყენებდნენ, მხოლოდ მიმდინარე მოვლენებს აღწერდა. მათი საქმნიანობა, ბრალდების საფუძვლად უკანონოდ იქნა გამოყენებული“ - აცხადებს ზიკრაცკი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG