ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევაში სირიის სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო


სირიელი ბავშვები
სირიელი ბავშვები

გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში შტეფან დე მისტურა დღეს ჟენევაშია, სადაც სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებია დაგეგმილი. პროცესი, სავადაუდოდ, ნელი ტემპით დაიწყება. ჟენევაში ყველა დელეგაცია ჯერ ისევ არ ჩასულა. მათი ნაწილი მოლაპარაკების პროცესს კვირას და ორშაბათს შეუერთდება.

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას, სირიის მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ჯგუფი მოლაპარაკებების დაწყებაში მონაწილეობას არ მიღებს.

იგივე განაცხადა სირიის მთავრობამაც. ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მოლაპარაკების ფაზა, რომელიც 14 მარტს იყო დაგეგმილი და რომელზეც მხარეები ერთმანერთისგან დაშორების პოზიციებზე და მანილზე უნდა შეთანხმებულიყვნან, განრიგით გაწერილ დროს არ შედგება.

XS
SM
MD
LG