ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიქხების სალოცავში მასობრივი მკვლელობა მოხდა


სიქხების სალოცავი, ვისკონსინის შტატი ქალაქი მილუაკი
სიქხების სალოცავი, ვისკონსინის შტატი ქალაქი მილუაკი
ამერიკის სამართალდამცავმა უწყებებმა დაადგინეს, რომ ვისკონსინის შტატში კვირას სიქხების სალოცავში მომხდარი მასობრივი მკვლელობა ყოფილმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ჩაიდინა.

გამომძიებლების განცხადებით, მკვლელი 40 წლის მამაკაცი ვეიდ პეიჯია, რომელიც ამერიკის არმიაში 1990-ანებში 6 წელი მსახურობდა. მას სხეულზე არაერთი სვირინგი ჰქონდა, მათ შორის ერთი „9-11“ იყო, ანუ 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელების თარიღი.

პოლიციის ინფორმაციით, კვირა დილას ქალაქ მილუაკისთან მომხდარი ეს ტრაგედია ადგილობრივი ტერორიზმი ან ეგრეთ წოდებული, რასობრივი დანაშაულია.

შეერთებულ შტატბში, სიქხები, რომლებიც თავზე ჩალმას და წვერს ატარებენ, ხშირად მუსლიმები ჰგონიათ. 2001 წლის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, არიზონაში სიქხი მამაკაცი მოკლეს იმის გამო, რომ ის მუსლიმი ეგონათ.
ინდოეთის პრემიერ მინისტრმა მანმოჰან სინგმა, რომელიც თავადაც სიქხია, ინციდენტს „შემაშფოთებელი თავდასხმა“ უწოდა.
XS
SM
MD
LG