ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა ეკონომიკური კრიზისიდან გამოდის


ახალი მონაცემებით, გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისი ევროპაში დასასრულისკენ მიდის

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:02:30 0:00
ბმული

რეცესიის და ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელების შემდეგ, რამაც მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვა და მსოფლიო ეკონომიკის დისბალანსი გამოიწვია, საბოლოოდ, ევროპის ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები გამოიკვეთა. თუმცა ექსპერტები მაინც აცხადებენ, რომ საზეიმო განწყობისთვის ჯერ საკმაოდ ადრეა.

ევროპის სამრეწველო განვითარება აღორძინებას იწყებს. ეს კი სამუშაო ადგილების შექმნას, და ფულს ნიშნავს, რომლის დახარჯვა დასაქმებულ ადამიანებს და მათ ოჯახებს შეეძლებათ. დროთა განმავლობაში ეს უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდასაც მოასწავებს.

ბოლო სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ფინანსური გამოცემის „ბარონის“ ევროპის განყოფილების რედაქტორი, ჯონათან ბაკი დარწმუნებულია, რომ ევროპის კონტინენტზე სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის. მისი განცხადებით, „გასულ წლებში რაც ვნახეთ, ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება. ამ წლის ბოლოს ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ევროპა რეცესიიდან გამოდის.“

ეს დამაიმედებელი ინფორმაციაა ევროპაში საპროტესტოდ განწყობილი მუშებისთვის, მაგალითად, რუმინეთის სარკინიგზო თანამშრომლებისთვის, რომლებიც აქციებს მოსალოდნელი შეკვეცის და ხელფასების შემცირების გამო მართავენ.

რუმინეთის რკინიგზის თანამშრომელი ვასილი აცხადებს, რომ აქციაზე პირველ რიგში საკუთარი სამუშაო ადგილების დასაცავად გამოვიდნენ, მათ უკეთესი ხელფასი და სამუშაო პირობები სურთ.

თუმცა ლონდონში საკონსულტაციო ფირმის „კეპიტალ ეკონომიკის“ წარმომადგენელი, ეკონომისტი ჯენიფერ მაკქოუნი ამბობს, რომ ეკონომიკის რეალური გაჯანსაღება მალე არ მოხდება. „ყველაზე ოპტიმისტური გამოკითხვებიც კი განვითარების მოკრძალებულ ტემპებზე მიანიშნებს, და ასეთი ხანგრძლივი და ღრმა რეცესიის შემდეგ ეს გაჯანსაღებაზე სულაც არ მიანიშნებს“.

ერთი წლის წინ ექსპერტები ევროზონის დაშლაზე აკეთებდნენ პროგნოზს. თუმცა ახლა ლატვია ემზადება, რომ ევროზონას შეუერთდეს, ხოლო შესაბამისმა კომპეტენტურმა პირებმა ევროს ახალი დიზაინის პრეზენტაცია თავმომწონედ წარმოადგინეს.

თუმცა, მაკქოუნი მაინც აცხადებს, რომ ევრო საფრთხის ქვეშ ისევ არის. ის ფიქრობს, რომ ევროზონასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები გადალახული არ არის. ყოველ შემთხვევაში მომავალ კვარტლებში დაძაბულობა მაინც შენარჩუნდება.

ჯონათან ბაკი: კრიზისიდან გამოსვლის გეგმამ ქვეყნებს ხელი შეუწყო თავიანთი ვალების სტაბილურობა შეენარჩუნებინათ და საბიუჯეტო პრობლემები მოეგვარებინათ. ევროზონის დაშლა, როგორც ჩანს, მოსალოდნელი აღარ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთო მოსაზრება არ არის, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ექსპერტი ეთანხმება ამ შეფასებას. თუმცა ბაკის შეხედულებაც ნაწილობრივ ოპტიმისტურია. მისი თქმით, მოსალოდნელია რამდენიმე შოკისებური მოვლენა, რაც გამოცდის ევროპის ეკონომიკურ მდგრადობას.

განსაკუთრებით რთული იქნება კრიზისიდან გამოსვლა იმ ქვეყნებისთვის, სადაც რეცესიის პროცესი ყველაზე უფრო პრობლემურად წარიმართა.
XS
SM
MD
LG