ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეილორი გამართლებას ითხოვს


ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტის ჩარლზ ტეილორის ადვოკატებმა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში აპელაცია შეიტანეს.
ტეილორს 50 წელი აქვს მისჯილი ომის დანაშაულში მონაწილეობის გამო. სიერა-ლეონეში მიმდინარე სამოქალქო ომის დროს მას ბრალად ედება ტერორიზმის, მკვლელობების, გაუპატიურებების ორგანიზება და მცირეწლოვანი ჯარისკაცების დაქირავებაში მონაწილეობა.
ყოფილი პრეზიდენის ადვოკატები სასჯელის შემსუბუქებას, პროკურატურა კი მის კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვს. 2012 წლის აპრილში საერთაშორისო ტრიბუნალმა ის დამნაშავედ აღიარა ბრალდების მიერ წაყენებულ 11 მუხლთან დაკავშირებით. სასამართლოს განჩინების თანახმად, მართალია ტეილორი პირადად არ ხელმძღვანელობდა მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე დაჯგუფებებს, მაგრამ ყველაფერი იცოდა მათი საქმიანობის შესახებ.
XS
SM
MD
LG