ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მკვლევარები ინტერნეტში სიძულვილის გამოვლენის შეკავებისკენ მოგვიწოდებენ


იმ დროს, როდესაც ამერიკელები ფიქრობენ ამ უქმეებზე მომხდარ მასობრივ სროლებზე, რომელმაც 31 სიცოცხლე შეიწირა, მათ კითხვა უჩნდებათ - როგორ შეწყვიტონ მასობრივი სისხლისღვრა.

ლოს-ანჯელესის ცენტრის მკვლევარები ამბობენ, რომ ამაზე პასუხის ერთი ნაწილი ინტერნეტში სიძულვილის გამოვლენის დასრულებაა. მათი აზრით, პოლიტიკური ლიდერები და სოციალური მედიის კომპანიები სიძულვილის რიტორიკის შემცირებას უნდა დაეხმარონ.

საიმონ ვიზენტალის ცენტრის, ადამიანის უფლებების ებრაული ორგანიზაციის უფროსი მკვლევარი რიკ იტონი ინტერნეტში გამოხატულ სიძულვილს სწავლობს. ის მიუთითებს ინტერნეტ თამაშზე, რომელიც მონაწილეებს საზღვრის გადამკვეთი ადამიანების მისამართით სროლას წაახალისებს. თამაშების სხვა საიტი - “მაინკრაფტი” - ებრაელებისთვის განკუთვნილი კრემატორიუმის ანიმაციას აჩვენებს. მესამე საიტზე, სახელად “გებ” ზოგიერთი მომხმარებელი სიძულვილის დანაშაულებს იწონებს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ელ პასოში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილმა, “ინტერნეტში რასისტული სიძულვილით გაჟღენთილი მანიფესტი გამოაქვეყნა”. მანიფესტი იმ გვერდზე გამოჩნდა, სადაც ბოლოდროინდელი სამი მასობრივი სროლის ჩამდენმა ექსტრემისტებმა საკუთარი განცხადებები გამოაქვეყნეს.

ტრამპმა დაგმო თეთრი რასის უპირატესობის იდეოლოგია და იარაღის ყიდვის მსურველთა უფრო მკაცრი შემოწმებისკენ და ფსიქიური ჯანმრთელობის კანონის რეფორმისკენ მოუწოდა. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ მან იარაღის ყოვლისმომცველი შეზღუდვისკენ არ მოუწოდა, თუმცა თქვა, რომ შესაძლოა იარაღის კონტროლისთვის უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

ტრამპმა “რასისტული სიძულვილიც” დაგმო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG