ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინური პროტესტი


პაკინსა და ტოკიოს შორის დავა მწვავდება

დღეს, პეკინში, იაპონიის საელჩოსთან, ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა. ათასობით ჩინელი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში არსებულ სადავო კუნძულებზე იაპონიის მოქმედებას აპროტესტებდა. დემონსტრანტებმა საელჩოს ქვები დაუშინეს და იაპონიის დროშები დაწვეს. საელჩოს დაცვამ შენობისკენ დაძრული დემონსტრაციის შეჩერება შეძლო.

საპროტესტო აქციები ჩინეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. სადავო კუნძულების გარშემო დავა პარასკევს გამწვავდა, როდესაც ჩინეთმა კუნძულების მიმართულებით ექვსი სამეთვალყურეო გემი გაგზავნა.
XS
SM
MD
LG