ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობკომპანია „შელის“ ბრალდება არ დაუმტკიცდა


საერთაშორისო სასამართლომ ნიგერიელი ფერმერების საჩივარი არ დააკმაყოფილა

ჰოლანდიაში საერთაშორისო სასამართლომ ნიგერიელი ფერმერების საჩივარი არ დააკმაყოფილა და ნავთობკომპანია „შელი“ გარემოს დაბინძურებაში დამნაშავედ არ სცნო.

თუმცა, ჰააგაში გამართულ პროცესზე გამოტანილ განაჩენში შელის ნიგერიელ კონტრაქტორებზე გარკვეული ჯარიმა მაინც დაწესდა. ნიგერიელმა ფერმერებმა საჩივარი პირველად 2008 წელს შეიტანეს. გარემოს დაცვის ორგანიზაცია „დედამიწის მეგობრებთან“ ერთად ისინი ცდილობენ კომპანია შელი აიძულონ გაჟონილი ნავთობისგან მდინარის ნაპირები და სათევზაო ტბორები დაასუფთავონ.
XS
SM
MD
LG