ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შალვა ნათელაშვილი ქართველ ემიგრანტებს შეხვდა


შალვა ნათელაშვილი, ნიუ იორკი, 8 ივნისი, 2013

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ვაჟიშვილების ავღანეთში საომრად გაშვებისკენ

შეერთებულ შტატებში ვიზიტი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ნიუ იორკში ქართველ ემიგრაციასთან შეხვედრით დაასრულა. როგორც ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ნიუ იორკელმა კორესპონდენტმა თეა თუაშვილმა შეგვატყობინა, ნათელაშვილი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს, ვაშინგტონში თავისი პოლიტიკური გეგმების შესახებ უკვე ესაუბრა ამერიკელ კონგრესმენებს. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ნათელაშვილი პირობას დებს, რომ არცერთი ქართველი ჯარისკაცი სხვა მიწაზე აღარ იომებს. ნათელაშვილი ისევ აყენებს ავღანეთიდან ქართული შენაერთის გამოყვანის საკითხს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვერპლი ისევ იქნება, საქართველოს მტრების რაოდენობა გაიზრდება და პროცესები გაღრმავდება. იგი აცხადებს, რომ ნატოში გაწევრიანებას არ სჭირდება ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობა. მთავარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და
შალვა ნათელაშვილი ჟურნალისტ თეა თუაშვილს ესაუბრება, ნიუ იორკი, 8 ივნისი, 2013
შალვა ნათელაშვილი ჟურნალისტ თეა თუაშვილს ესაუბრება, ნიუ იორკი, 8 ივნისი, 2013
უკონფლიქტო პერსპექტივაა.

ავღანეთში ბრძოლის მიზნით შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს რომ საკუთარი შვილები გაუშვან. „ერთმა შვილი კოლუმბიაში სასწავლებლად გაუშვა, მეორემ ჰოლივუდში სამღერლად, პრინცი ჰარი რითია ვინმეზე ნაკლები, რომ ავღანეთში იბრძვის“-ამბობს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატურა გიორგი მარგველაშვილი იქნება. თუმცა მისი პროგნოზით მოსახლეობის დიდი ნაწილი მას აირჩევს პრეზიდენტად, ვინაიდან დასახელებულ ქარიზმატულ ლიდერებს შორის იგი ყველაზე რეიტინგულია.

შალვა ნათელაშვილმა 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი, თუმცა დამარცხდა. პარლამენტის გარეთ დარჩნენ ლეიბორისტები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროსაც.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG