ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები შაჰინი და ჯონსონი საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურებიან


რონ ჯონსინი, ჯინ შაჰინი
რონ ჯონსინი, ჯინ შაჰინი

ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი წევრი, საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის ორპარტიული რეზოლუციის თაობაზე განცხადებას ავრცელებენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, საქართველოში 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შესახებ რეზოლუცია 22 ივნისს მიიღო.

„მაშინ, როცა საქართველო ახორციელებს 19 აპრილის შეთანხმებას და მუშაობს მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-მა აჩვენოს მხარდაჭერა, რათა დემოკრატიამ გაიმარჯვოს. გუშინ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაგზავნა ძლიერი, ორპარტიული გზავნილი, რომ ჩვენ ვდგავართ ჩვენი პარტნიორის გვერდით და მხარს ვუჭერთ მის მნიშვნელოვან ძალისხმევას შექმნას უფრო მეტად პასუხისმგებლიანი, ანგარიშვალდებული მთავრობა და განახორციელოს მისი ტრანსატლანტიკური მიზნები“ - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

„კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუცია ადასტურებს შეერთებული შტატების ინტერესს იხილოს, რომ ყველა პარტია დაიცავს 19 აპრილის შეთანხმებას და მის სულისკვეთებას; რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ყველა დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერონ შეთანხმებას და ყველა პარტიამ კეთილსინდისიერად იმუშავოს ერთად, რათა განავითარონ და სრულად განახორციელონ სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, რაც საჭიროა მათი დემოკრატიის განმტკიცებისთვის.

საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მის შესაძლებლობაზე, ერთად წინსვლაზე. ქართული დემოკრატიის სტაბილურობას, ფართო გავლენა აქვს აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონულ უსაფრთხოებაზე. ეს მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი საკუთარი მავნე გავლენის გავრცელებაზე მუშაობს. ჩვენი ველით სენატში ორპარტიული პროგრესის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას.“ - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორი შაჰინი და ჯონსონი, აპრილში მიესალმნენ მიღწეულ შეთანხმებას. მანამდე, მარტში სენატორებმა ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების შესახებ მოსმენა გამართეს. მოსმენის დროს სენატროები შაჰინი და ჯონსონი, დემოკრატიის განმტკიცების გზაზე საქართველოსთვის ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.

მიმდინარე თვის დასაწყისში, სენატორი შაჰინი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ ევროპაში კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას. აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის ფარგლებში სენატორები თბილისს ეწვივნენ და სხვა ოფიციალურ შეხვედრებთან ერთად, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG