ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანმა ავღანეთში „საგაზაფხულო შეტევა“ წამოიწყო


თალიბანმა ავღანეთში თავისი ყოველწლიური, ე.წ. „საგაზაფხულო შეტევა“ დაიწყო და აცხადებს, რომ მისი სამიზნე ძირითადად, შეერთებული შტატების მეთაურობის ქვეშ მყოფი, უცხოური „საოკუპაციო“ ჯარები იქნება. ეს იმისთვის კეთდება, რომ მათ ქვეყნის დატოვება აიძულოს.

ისლამისტმა ამბოხებულებმა მედიას ოფიციალური განცხადება მიაწოდეს. მასში ნათქვამია, რომ პარასკევს დილით, ავღანეთის 34 პროვინციაში ოპერაცია „მანსური“ დაიწყო. განცხადებაში განმარტებულია, რომ ოპერაციას ეს სახელი თალიბანის მთავარი მოლის, ახტარ მანსურის პატივსაცემად ეწოდა. მანსური, გასულ წელს, ამერიკული დრონით მოკლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG