ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სექსუალური ძალადობა არმიაში


ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, სერჟანტი თავად ხელმძღვანელობდა სექსუალური ძალადობის პრევენციის პროგრამას

ამერიკის არმიის სერჟანტი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი. შეერთებული შტატების არმიაში მსგავსი შემთხვევების გამო არაერთი სკანდალი მომხდარა.

თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, სერჟანტი თავად იყო ტეხასის შტატის ერთ-ერთ ბაზაზე სექსუალური ძალადობის პრევენციის პროგრამის კოორდინატორი. საქმის გახმაურებამდე ერთი კვირით ადრე მედიის ყურადღება პოლკოვნიკმა ჯეფრი კრუსინსკიმ მიიქცია. ისიც სამხედრო ავიაციის სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის პროგრამას ხელმძღვანელობდა. პოლკოვნიკი კრუსინსკი ქალაქ არლინგტონში ქალის სექსუალური შეურაცხყოფისთვის დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG