ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეულს და ფხენიანს შორის მოლაპარაკება კვირას დაიწყება


კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის განმუხტვის საქმეში აღნიშნულ მოლაპარაკებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის სამუშაო შეხვედრები კვირას გაიმართება. სავარაუდოდ მოლაპარაკებები დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობების დაათბობას გამოიწვევს. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ფხენიანის საომარი რიტორიკის, ბირთვული და სარაკეტო გამოცდების ფონზე ყურეში მდგომარეობა მკვეთრად დაიძაბა.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის მთავრობებს შორის პარასკევს შუადღეს სატელეფონო საუბარი შედგა. სეულმა შეხვედრა სასაზღვრო სოფელ პანმუნჯომში მოისურვა, თუმცა ფხენიანი ამ შეხვედრის გამართვას კესონგში ითხოვდა.
წინადადება შეხვედრის შესახებ ხუთშაბათს, საკმაოდ მოულოდნელად წამოვიდა ფხენიანის მხრიდან. სავარაუდოდ, განსახილველ საკითხებს შორის იქნება ასევე ჰუმანიტარული პროცესები. კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის განმუხტვის საქმეში აღნიშნულ მოლაპარაკებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
XS
SM
MD
LG