ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთის ომის დანაშაულში ბრალდებულს კლინიკური სიკვდილი დაუფიქსირდა


სერბეთის ომის დანაშაულში ბრალდებულს კლინიკური სიკვდილი დაუფიქსირდა

სერბეთის ომის დანაშაულში ბრალდებულის ვოისლავ სესელჯის ადვოკატმა პრეტენზიები წაუყენა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ომის დანაშაულებათა ტრიბუნალს. ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტის ავადმყოფობა სრულიად იგნორირებული იყო ტრიბუნალის მიერ. როგორც ადვოკატი ირწმუნება, სესელჯი კლინიკური სიკვდილით საავადმყოფოში მოხვდა გასულ პარასკევს. ბრალდებულს გულისა და ფილტვების დაავადება აქვს. საერთაშორისო ტრიბუნალის წარმომადგენლის განცხადებით კი სესელჯის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

XS
SM
MD
LG