ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბი სტუდენტები აპროტესტებენ


დემონსტრაციას სერბეთის იუსტიციის მინისტრი ნიკოლა სელაკოვიჩიც შეუერთდა

ბელგრადში ათასობით სერბმა სტუდენტმა გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელიც კოსოვოს ყოფილი პრემიერ მინისტრის და ორი ხორვატიელი გენერლის სამხედრო დანაშაულს ეხება.


სამშაბათს, ვიდრე პარლამენტარები ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციას იღებდნენ, 2000 სტუდენტი დროშებით და პლაკატებით პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა.

სერბეთის იუსტიციის მონისტრი ნიკოლა სელაკოვიჩი, სამხედრო დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით შეკრებილ დემონსტრანტებს შეუერთდა.

გასულ კვირას ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა კოსოვოს ყოფილი პრემიერ მინისტრი რამუშ ჰარადინალი და ორი სამხედრო ჩინოსანი სერბეთის მოქალაქეთა წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ბრალდებისგან გაათავისუფლა და მათი დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.

XS
SM
MD
LG