ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთის ეკლესია აღლუმს ეწინააღმდეგება


ბელგრადში აღლუმის გარდა სხვა სახალხო შეკრებებიც გადაიდო

სერბეთის მთავრობამ, შაბათს, ბელგრადის ცენტრში ჰომოსექსუალისტთა აღლუმი უსაფრთხოების მიზეზების გამო გააუქმა.

ოთხშაბათს, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაგეგმილ აღლუმზე ძალადობის რისკი ძალზე დიდია, ამიტომაც ბელგრადში აღლუმის გარდა სხვა სახალხო შეკრებებიც გადაიდო.

სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მთავრობას ქრისტიანების შეურაცხყოფის თავიდან აცილების გამო, გეების აღლუმის გადადება მოსთხოვა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც სერბეთში გეების აღლუმი ოფიციალურად გააუქმეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „საერთაშორის ამნისტია" აცხადებს, რომ სერბეთის მთავრობა თავად არღვევს კონსტიტუციას, რომელიც სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას და შეკრებების უფლებებს იცავს.
XS
SM
MD
LG