ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცოცხალია თუ არა რადკო მლადიჩი?


ცოცხალია თუ არა რადკო მლადიჩი?

ბოსნიელი ერების სამხედრო ლიდერის რადკო მლადიჩის ცოლის განცხადებით, მისი მეუღლე ალბათ ცოცხალი აღარ არის. ბოსილკა მლადიჩმა ეს განცხადება ბელგრადში მის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესზე გააკეთა. მას იარაღის უკანონო შენახვაში ედება ბრალი. ბოსილკა მლადიჩის თქმით, მისი მეუღლე ცოცხალი რომ იყოს, ოჯახს ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდა. მისი თქმით, რადკო მლადიჩს ინფარქტი სამჯერ აქვს გადატანილი. ბოსნიელი სერბების არმიის ხელმძღვანელი გენერალი მლადიჩი ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის იძებნება. მას ქალაქ სრებრინაცაში 8 ათასი მუსულმანის დახოცვის ბრძანების გაცემაში ედება ბრალი.

XS
SM
MD
LG