ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთის ახალ პრეზიდენტს აკრიტიკებენ


სერბეთის ახალი პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი დასავლეთის მძაფრი კრიტიკის ქვეშ მოექცა, მას შემდეგ რაც მან უარყო 1995 წელს ბოსნია-ჰერცოგოვინის ქალაქ სრებრენიცაში მუსულმანების გენოციდის ფაქტი.

შეერთებულმა შტატებმა მწუხარება გამოხატა ნიკოლიჩის ინაგურაციის შემდეგ გაჟღერებულ ამ განცხადებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ხორვატიის სერბთა ლიდერმა მის პოზიციას მიუღებელი უწოდა.

ტომისლავ ნიკოლიჩმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოსნიელ სერბთა ძალების მიერ მუსულმანი მამაკაცების ამოჟლეტა სრებრენიცაში მძიმე დანაშაული იყო, მაგრამ არა გენოციდი.

ნიკოლიჩმა 20 მაისის არჩევნებში დასავლეთის ფავორიტის ბორის ტადიჩის დამარცხება შეძლო. კიდევ ერთ ინტერვიუში, მან ხორვატიის მოსაზღვრე ქალაქი ვუკოვარი, რომელიც სერბებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაბომბეს, სერბთა ტერიტორიად მოიხსენია, სადაც ხორვატი ლტოლვილების დაბრუნება არ არის მიზანშეწონილი.

XS
SM
MD
LG