ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 სექტემბრის ტერაქტებიდან 16 წელი გავიდა


ამერიკის შეერთებული შტატები დღეს, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას იხსენებს. დონალდ ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველად დაესწრება ხსოვნის დღეს და ცერემონიას, რომელიც თეთრ სახლსა და პენტაგონში გაიმართება. 16 წლის წინ, ალ-ქაიდას ტერორისტული დაჯგუფების მიერ გატაცებული ერთი თვითმფრინავი „მსოფლიო სავაჭრო ცენტრს“, მეორე თვითმფრინავი კი 23 წუთის შემდეგ მეორე ცათამბჯენს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე შენობა ჩამოიშალა.

ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კი პენსილვანიას ესტუმრება, სადაც კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავი შანკსვილში ჩამოვარდა. სავარაუდოდ ბორტზე მყოფმა მგზავრებმა სცადეს თვითმფრინავზე კონტროლის აღება და ტერორისტებმა, რომლებიც კაპიტოლიუმზე ან თეთრი სახლზე აპირებდნენ იერიშის მიტანას, გადაწყვიტეს თვითმფრინავი ჩამოეგდოთ. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. დონალდ ტრამპი, პენტაგონში ხსოვნის ცერემონიას დაესწრება. პენტაგონის შენობა მეოთხე გატაცებულმა თვითმფრინავმა მნიშვნელოვნად დააზიანა.

ტერორისტული აქტების შედეგად 3000 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი, ხალიდ შეიხ მუჰამედი პაკისტანში 2003 წელს დააკავეს და ის ამერიკის გუანტანამოს ციხეში იხდის სასჯელს. 11 სექტემბრის ტერიტორისტული აქტი, ალ-ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის მიერ იყო დადასტურებული. ოსამა ბინ ლადენი 2011 წლის მაისში, პაკისტანში, აშშ-ის სპეციალური რეიდის შედეგად იქნა ლიკვიდირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG