ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა საიმიგრაციო რეფორმის გეგმით კმაყოფილია


სენატორმა ჩარლზ შუმერმა მოქალაქეობის მინიჭების მკაცრი, მაგრამ სამართლიანი გეგმა წარმოადგინა

რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა შეიმუშავეს საიმიგრაციო რეფორმის გეგმა, რომლის ერთერთი პუნქტის თანახმად, ამერიკაში არალეგალურად მყოფ ადამიანებს ლეგაგალური სტატუსი მიენიჭებათ.

რვა სენატორიდან ერთერთმა, ჩარლზ შუმერმა, მოქალაქეობის მინიჭების მკაცრი, მაგრამ სამართლიანი გეგმა წარმოადგინა.

ორშაბათის კონფერენციაზე ნიუ იორკის სენატორმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა მიღწეული კომპრომისით კმაყოფილია.

ფლორიდის რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კანონმდებლები ვალდებული არიან ქვეყანაში არალაგალურად მცხოვრები 11 მილიონი ადამიანის მდგომარეობა გაითვალისწინონ და მათთვის ლეგალური სტატუსის მინიჭების პირობები მოიძიონ.

წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, იმიგრანტები გაივლიან რეგისტრაციას, გადაიხდიან ჯარიმებს და გადასახადებს, რამდენიმე ოფიციალური პროცედურის გავლის შემდეგ კი, მათ მიენიჭებათ უფლება ლეგალურად იცხოვრონ და იმუშაონ შეერთებულ შტატებში.
XS
SM
MD
LG