ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როკფელერმა მე-6 ვადით კენჭის ყრაზე უარი თქვა


სენატორს 2014 წელს დაძაბული ბრძოლა მოუწევდა, რადგან ვირჯინიაში დემოკრატების რეიტინგი დაცემულია

ამერიკის ხუთგზის სენატორი ჯეი როკფელერი, რომელიც მე-19 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი ნავთობმაგნატის შვილთაშვილია, 2014 წელს არჩევნებში კენჭს აღარ იყრის.
75 წლის ლიბერალ დემოკრატმა როკფელერმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარასკევს თავისი მშობლიური შტატიდან, ვირჯინიიდან გააკეთა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი "განსხვავებული პოლიტიკური ბრძოლის დრო დადგა". საჯარო სამსახურის 50 წლისთავზე, რომელიც გუბერნატორის ორ ვადასაც მოიცავს, სენატორს 2014 წელს დაძაბული ბრძოლა მოუწევდა, ვინაიდან ვირჯინიაში ობამას და სხვა წამყვანი დემოკრატების პოპულარობამ მნიშვნელოვნად იკლო.

XS
SM
MD
LG