ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იურიდიული კომიტეტი კავანას კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის


სენატის იურიდიული კომიტეტი პარასკევს ბრეტ კავანას კანდიდატურას უყრის კენჭს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. კომიტეტში 11 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი სენატორია. მათ უნდა გადაწყვიტონ, წარდგება თუ არა კავანა სენატის სრული შემადგენლობის წინაშე. პროცედურულად, სრულ სენატში ეს კენჭისყრა შაბათს უნდა შედგეს.

გუშინ სენატორებმა კავანა და ის ქალი დაკითხეს, რომელიც მას სექსუალურ თავდასხმაში ადანაშაულებს. ​კრისტინ ბლასი ფორდმა, რომელიც ამჟამად პალო-ალტოს უნივესიტეტის პროფესორია, კანდიდატ კავანას სექსუალურ თავდასხმაში ცოტა ხნის დასდო ბრალი. მისი თქმით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ისინი სკოლის დამამთავრებელ კლასებში სწავლობდნენ. მან "ვაშინგტონ პოსტს" უთხრა, რომ თავდასხმისას ეშინოდა, რომ მოკლავდნენ.

ფორდის თქმით, ინციდენტი მერილენდის შტატში მოხდა, 1980-იან წლებში, ერთ-ერთ წვეულებაზე. ის ამბობს, რომ კავანა და მისი მეგობარი, რომელმაც ის საძინებელში ჩაკეტეს, უგონოდ მთვრალები იყვნენ. კავანამ მის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას და სენატორების კითხვებზე პასუხად კატეგორიულად უარყო ბრალდებები და თქვა, რომ ეს პოლიტიკური თავდასხმა იყო მასზე და მის ოჯახზე, რომ ის უკან არ დაიხევს და კანდიდატურას არ მოხსნის.

6 ნოემბერს შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართება. დემოკრატები იმედოვნებენ, რომ კონგრესზე კონტროლს დაიბრუნებენ. პრეზიდენტ ტრამპის მიერ დასახელებულმა ბრეტ კავანამ კი დამტკიცების შემთხვევაში მოსამართლე ენტონი კენედი უნდა ჩაანაცვლოს. ეს უკანასკნელი ხშირად იყო "გადამწყვეტი ხმა" უზენაესი სასამართლოს კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. ის ხშირად იჭერდა ლიბერალურ პოზიციას არაერთ უმნისვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით. კავანას დამტკიცებით კი შესაძლოა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული შემადგენლობის კოლეგია შეიქმნას.

ოთხშაბათს, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს დემოკრატების მიერ კავანას რეპუტაციის კიდევ უფრო მეტად შელახვის მცდელობაა.

კავანას წინააღმდეგ სულ ხუთმა ქალმა აიმაღლა ხმა. მოსამართლეობის კანდიდატი ყველა ბრალდებას უარყოფს.

ოთხშაბათ საღამოს NBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოლორადოელ რესპუბლიკელ სენატორს, კორი გარდნერს კიდევ ერთი საჩივრის წერილი გაეგზავნა. წერილის ავტორი ყვება, რომ 1998 წელს ის თავის ქალიშვილთან და რამდენიმე მეგობართან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მთვრალმა კავანამ ის კედელთან მიიმწყვდია, როგორც ის ამბობს "აგრესიულად და სექსუალურად".

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, კავანას სენატის იურიდიული კომიტეტის წევრებმა ტელეფონითაც დაუსვეს შეკითხვები იმ ბრალდების შესახებ, რომელსაც მის წინააღმდეგ კიდევ ერთი ქალი აყენებს, ამჯერად როდ აილენდიდან და 1985 წელს მომხდარ ძალადობაზე საუბრობს. ასევე მედიაში გავრცელებული ცნობებით, როდ აილენდის დემოკრატი სენატორის შელდონ უაითჰაუზის ოფისში სამშაბათ დილით ქალმა დარეკა, რომელიც 1985 წელს ნავზე მომხდარ გაუპატიურებაზე საუბრობს. კავანა ყველა ბრალდებას უარყოფს.

თუმცა კავანას კანდიდატურის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები ვაშინგტონში უკვე გაიმართა. ისინი მოუწოდებენ კანონმდებლებს, არ დაამტკიცონ ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი მოწონააღმდეგეების კამპანიის დაფინანსებით იმუქრებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG