ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჟურნალისტები კოლეგების სოლიდარობის ნიშნად ღია წერილს აქვეყნებენ


180-ზე მეტმა რუსმა ჟურნალისტმა ღია წერილს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ქვეყანა "იმსახურებს სიტყვის თავისუფლებას".

ჟურნალისტებმა ეს წერილი მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც გაზეთის რამდენიმე ათეულმა პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი სამსახურიდან წავიდა. ეს კი, თავის მხრივ, სოლიდარობის ნიშნად მოხდა იმ ორი კოლეგის მიმართ, რომლებიც მათ მიერ დაწერილი სტატიის გამო გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გაზეთის მესაკუთრეთა ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე გაუშვეს სამსახურიდან.

სტატიაში პარლამენტის ზედა პალატაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ იყო საუბარი. სტატიის თანახმად, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო, კრემლის ერთგული მოკავშირე, პოსტის დატოვებას აპირებდა.

21 მაისს გამოქვეყნებულ წერილში 200-მდე ჟურნალისტი ამბობს, რომ მფლობელთა ნაწილი "ანადგურებს რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო მედიასაშუალებას" იმ მიზნით, რომ მოიპოვოს მოკლევადიანი პოლიტიკური კეთილგანწყობა. "ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთი იმსახურებს უკეთეს მომავალს და სიტყვის თავისუფლებას", ნათქვამია წერილში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG