ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზიური ინტერვიუ კონგრესის წევრ ალისონ შვარცთან


ექსკლუზიური ინტერვიუ კონგრესის წევრ ალისონ შვარცთან

12 მაისს, სანამ იგი ქართული სათვისტომოს ჯილდოს მიღებამდე, ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ კონგრესმენ ალისონ შვარცს ინტერვიუ თხოვა.

“ამერიკის ხმა” წარმოგიდგენთ, ინტერვიუს ამერიკელ კონგრესმენ, კონგრესში საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის თანათავმჯდომარე ელისონ შვარცთან, რომელიც საქართველოს სათვისტომოს 2010 წლის ღირსების ჯილდოს მფლობელი გახდა.

“ეს ჩემთვის დიდი პატივია, ძალიან ველი დღეს ამერიკაში ქართველთა სათვისტომოს ჯილდოს, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობას.”

-ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ იმედოვნებთ, რომ რუსეთი პატივს სცემს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს. ჯარი ჯერ კიდევ მყარად დგას, არსებობს რაიმე ბერკეტი, რომელიც ამერიკას შეუძლია ამ შემთხვევაში გამოიყენოს?

“თქვენ იცით, რომ ამერიკა-საქართველოს დიდი მეგობრობა აკავშირებს, ამერიკა საქართველოს გვერდით იყო აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ, ვიცი რომ თქვენ კმაყოფილები არ ხართ რუსული ჯარის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნით. მე ამაზე ბევრს ვსაუბრობდი ომის დასრულების შემდეგ, რუსული მხარე ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს, მაგრამ ეს დღევანდელი ფაქტია, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით და სამწუხაროდ ვერაფერს ვცვლით. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს გვერდზე დგომას და მათ შორის რუსეთთან თანამშრომლობას, იმ იმედით, რომ მოგვიანებით კონკრეტულ ქმედებებს მივიღებთ.”

-ახლახანს ამერიკის პრეზინდეტმა კონგრესს რუსეთთან ბითვული ენერგიის დარგში თანამშრომლობის კანონპროექტი გაუგზავნა განსახილველად, პაქტის განხილვა 2008 წელს, ყოფილი პრეზიდნეტის ადმინისტრაციამ რუსეთ-საქართველოს ომის გამო შეაჩერა. როგორ აფასებთ პრეზინდეტ ობამას ამ გადაწყვეტილებას ამერიკა-რუსეთის განახლებული ურთიერთობის ფონზე?

“სამიტს ბირთვული უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც პრეზიდნეტი სააკაშვილიც ესწრებოდა. დიდ მიღწევად ვთვლი საერთაშორისო შეთანხმებას ბირთვული იარაღის წარმოების შემცირებაზე. ეს ყოფილი ადმინისტრაციისგან განსხვავებით პრეზიდენტ ობამას მთავარი პრიორიტეტია. მსოფლიო ქვეყნების ამ იდეის გარშემო გაერთიანება, ამერიკის ინიციატივით, მაგრამ რუსეთთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რუსეთთან შეთანხმება ამის გასაკეთებლად. ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის, როგორც მოკავშირის არსებობა, ჩვენ არ ვსვამთ საკითხს ან-ან, გვინდა ორივე მხარე, საქართველოც და რუსეთიც ჩვენი მოკავშირე იყოს. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთთან მოლაპარაკებებს მსოფლიოს უსაფრთხოების საერთო საკითხებზე.”

-როგორ შეაფასებდით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ვარდების რევოლუციის შემდეგ და ამერიკის როლს ამ პროცესში?

ჩვენ დემორკატიის განვითარებას ვადევნებთ თვალს, ის ურთიერთობა, რომელიც კონგრესს საქართველოს პარლამენტთან აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას დავაკვირდეთ. ის, რასაც ამაში ვგულისხმობთ, თავისუფალი მედიის, აზრის გამოხატვის თავისუფლებაა, ჩვენ შეგვაშფოთა თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობამ, ამაზე ბევრი განცხადება გავაკეთეთ. აუცილებელია თავისუფალი მედიის არსებობა, ეს ნამდვილად გვაწუხებს. ასევე გვაინტერესებს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება ერთი პოლიტიკური ფიგურისა ან პარტიის მიღმა, პოლიტიკური უმცირესობის ჩართვით. ჩვენ ვაღიარებთ უმრავლესობის წესებს, მაგრამ პოლიტიკური უმცირესობის ხმის გათვალისწინებით. საქართველოში ვიზიტისას, ვნახე რომ ომის შემსწავლელ კომისიას არა უმრავლესობის, არამედ პოლიტიკური უმცირესობის წევრი ხელმძღვანელობდა, ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

-პოსტრევოლუციურ საქართველოში რა იმსახურებს თქვენს კრიტიკას?

ჩვენთვის ყოველთვის რთულია ქუჩაში ძალადობის ყურება, შეტაკებები ოპოზიციასა და მთავრობის მომხრეებს შორის მიუღებელია. ამ დროს ჩვენ ყოველთვის სამოქალაქო დებატების მომხრე ვართ. დიდი ინტერესით ველოდებით ადგილობრივ არჩევნებს, ვიმედოვნებთ რომ ის გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაივლის.

საქართველო ჩვენი მეგობარია. გვესმის, რომ დემოკრატია განვითარების პროცესშია. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ამერიკა ამაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

-დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

XS
SM
MD
LG