ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთის პროკურორი ხაშოგის მკვლელების სიკვდილით დასჯას ითხოვს


საუდის არაბეთის სახელმწიფო პროკურორი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დაკვეთისთვის, ხუთი ადამიანის სიკვდილით დასჯას ითხოვს.

„ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი და საუდის არაბეთის უფლისწულის კრიტიკოსი 2 ოქტომბერს, თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

პროკურორის ოფისის სპიკერმა განაცხადა, რომ ხაშოგის ლეთალური ინექცია გაუკეთეს, სიკვდილის შემდეგ კი მისი გვამი დაანაწევრეს.

საუდის არაბეთის მთავრობამ ამ ფაქტის ასახსნელად არაერთი განცხადება გააკეთა, მათ შორის თქვა ისიც, რომ ხაშოგიმ საკონსულოს შენობა თვითონვე დატოვა, რომ ის ხელჩართულ დაპირისპირებაში გარდაიცვალა, და ბოლოს ისიც, რომ ჟურნალისტი „თაღლითური ოპერაციის“ შედეგად მოკლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG