ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობიდან სამი თვის შემდეგ და საერთაშორისო დონეზე აღშფოთების მატებასთან ერთად, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები მოახდინა. მეფემ შეცვალა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი და რეორგანიზება მოუხდინა ქვეყნის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საბჭოს.
მეფისა და მისი ვაჟისგან - უფლისწულ მოჰამედ ბინ სალმანისგან ამ ცვლილებების გატარებას და მათ გამოცხადებას ოქტომბერში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ ელოდნენ.
Facebook Forum