ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მთავრობა ამერიკელ მოგზაურს ათავისუფლებს


ირანის მთავრობა ამერიკელ მოგზაურს ათავისუფლებს. ადვოკატის, მასუდ შაფის ინფორმაციით, რომელიც სამი დაკავებული ამერიკელის საქმეს უძღვება, სარა შურდი ევინის ციხიდან ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ, 500 000 დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

თუმცა, შვეიცარიის საელჩოს, რომელიც ირანში ამერიკის ინტერესებს წარმოადგენს, ამერიკელის გათავისუფლების ფაქტი არ დაუდასტურებია.

ირანელმა სამართალდამცველებმა შურდი და კიდევ 2 ამერიკელი ტურისტი ჩრდილოეთ ერაყიდან ქვეყნის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

XS
SM
MD
LG