ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცუნამი სანტა კრუზში


მიწისძვრის ეპიცენტრთან სანტა კრუზის სოფლები ძლიერ დაზარალდა

წყნარი ოკეანის სამხრეთში მდებარე სოლომონის კუნძულების მიმდებარე რეგიონს 8-ბალიანი მიწისძვრა დაატყდა თავს. მას ცუნამიც მოჰყვა, რომელმაც სულ ცოტა 5 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

მიწისძვრის ეპიცენტრთან სანტა კრუზის სოფლები ძლიერ დაზარალდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარული კოორდინაციის ცენტრი აცხადებს, რომ სოლომონის კუნძულებიდან დაკარგულებიც არიან. ცუნამი კუნძულის სიღრმეში 500 მეტრის მანძილზე შევიდა. მიწისძვრას დაახლოებით 15-მდე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე რიხტერის შკალით 5 ბალს აღწევდა.
XS
SM
MD
LG