ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციების გავლენა ირანზე


ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ირანმა მართლაც დაიწყო გაეროს სანქციების შედეგების გავლენა. ქვეყანას ასევე დაეტყო სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციების სიმძიმეც, რაც თეირანმა ბირთვული პროგრამის გაგრძელებისთვის მიიღო. ფინანსურ და სამხედრო შეზღუდვებს, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო, ემატება ინდივიდუალური ქვეყნების და საერთაშორისო კერძო კომპანიების მიერ დაწესებული ზომები. ყველა მათგანმა საერთოდ გაწყვიტა ან არადა მნიშვნელოვნად შეამცირა კავშირი თეირანთან წარმოების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.

ავსტრალიის გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკავშირმა, კანადამ, იაპონიამ, და სამხრეთ კორეამ დამატებით ორმხრივი სანქციები დაუწესეს ირანს. სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დეკრეტს რომელიც ირანისთვის იარაღის მიყიდვას და ასევე ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას კრძალავს. მედვედევმა ამ დეკრეტს ხელი მოაწერა სწორედ გაეროს უშიშროების საბჭოს 1929 რეზოლუციის შესაბამისად. ეს რეზოლუცია, შეგახსენებთ, რომ ამა წლის ივნისში იქნა მიღებული და მან ირანის მიმართ ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციები დააწესა. პრეზიდენტ მედვედევის განკართულება ნიშნავს იმას, რომ რუსულ კომპანიებს ეკრძალებათ ტანკების, მოიერიშე თვითმფრინავების,საბრძოლო შვეულმფრენების, საბრძოლო ხომალდებისა და იმ სარაკეტო სისტემების თეირანისთვის მიწოდება, რომლებსაც შორი რადიუსის ეს სამასი ტიპის რაკეტების გადატანა შეუძლიათ. ამ ტიპის სარაკეტო სისტემების მიწოდებას რუსეთი თეირანს 2007 წელს დაპირდა.

რუსული ტექნოლოიგური ფირმა Russian Technologies აღმასრულებელი დირექტორი სერგეი ჩემეზოვი აცხადებს, რომ რუსეთი ირანს ამ რაკეტებში გადახდილ ფულს -ასსამოცდაექვს მილიონ დოლარს აუნაზღაურებს. ამერიკის ერონული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი მაიკ ჰამერი კი სპეციალურად გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ თეთრი სახლი მიესალმება პრეზიდენტ მედვედევის მიერ ირანისთვის იარაღის გაყიდვაზე დაწესებულ აკრძალვას და რომ რუსეთის პრეზიდენტი ირანს ანგარიშვალდებულს ხდის საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად.

ჰამერმა დადებითად მოიხსენია რუსეთის მიერ გაეროს #1929 რეზოლუციის განხორციელება. მისი განცხადებით, ამერიკა, მის უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის ჩათვლით, ერთგული რჩება იმ იდეისა, რომ ირანის საკითხში მოლაპარაკებების ფორმატში მოინახოს გამოსავალი.

XS
SM
MD
LG