ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში სტიქიის შედეგების მართვა გაუმჯობესდა


როგორ ართმევს თავს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო წლევანდელ სტიქიურ უბედურებას?

ბმული

ფედერალური და შტატების მთავრობები ქარიშხალი „სენდის" მიერ გამოწვეული ზარალის მართვისას 2005 წელს „კატრინაზე" რეაგირების შედეგად მიღებულ გამოცდილებას იყენებენ. როგორ ართმევს თავს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო წლევანდელ სტიქიურ უბედურებას?

ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება 2005 წელს მოხდა და ის ქარიშხალმა „კატრინამ" გამოიწვია. მაშინ სტიქიას 1800 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მექსიკის ყურის მოსაზღვრე შტატებიდან დაახლოებით 1 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო და 3 მილონზე მეტს ელექტროენერგიის მიწოდება დიდი ხნით შეუწყდა. გარდა ამისა, ლუიზიანას შტატის ქალაქ ახალი ორლეანის თითქმის 80 პროცენტი დაიტბორა. ქალაქი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. ქარიშხლის შედეგად დაინგრა დამცავი ჯებირები, რომლებიც ახალ ორლეანს მდინარე მისისიპისა და ტბა პონშანტრეინისგან იცავდა. შედეგად ქალაქში მილიონობით ლიტრი ტბის წყალი ჩაიღვარა. ახალი ორლეანის გარკვეულ უბნებში აღდგენითი სამუშაოები ჯერ ისევ მიმდინარეობს.

ტულეინის უნივერსიტეტის პროფესორი, მარკ როი უბედური შემთხვევების მართვაში სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია. ეს პროგრამა ამერიკაში ერთადერთია. როი აცხადებს, რომ იმის გამო, რომ სენდის მიერ დაზიანებული ტერიტორია გაცილებით ვრცელი და მჭიდროდ დასახლებულია ვიდრე ლუიზიანა, მის მიერ გამოწვეული ზარალი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე „კატრინას" დროს:

„სენდის შემთხვევაში, ქარიშხალმა და წვიმამ, სავარაუდოდ, 60 მილიონი ადამიანის საცხოვრებელს გადაუარა. ანუ, გეოგრაფიული გავლენის მხრივ სენდის შეგეგები გაცილებით მრავალმხრივია.“

როი ამბობს, რომ გზატკეცილების გადაკეტვა, მერტო სადგურების დატბორვა და სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტა მილიონობით ადამიანს სამსახურში მისვლის საშუალებას არ მისცემს და ათასობით ბიზნესის რამდენიმე ხნით დაკეტვას გამოიწვევს. გარდა ამისა, შეიძლება მილიონობით ადამიანს ელექტროენერგია დიდი ხანი არ აღუდგეს:

„წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია დენის მოულოდნელად, ცოტა ხნით გათიშვა და როგორ მოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე. მაგრამ, როცა ელექტროენერგია დიდი ხნით ითიშება ამას მძიმე ფსიქოლოგიური შედეგები და მძიმე გავლენა მოაქვს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.“

როი ასევე აცხადებს, ისეთი სახელმწიფო სტრუქტურები, როგორიცაა მაგალითად, საგანგებო ვითერბების მართვის ფედერალური სააგენტო ახლა გაცილებით უკეთესადაა მომზადებული მასშტაბური სტიქიური უბედურებებისთვის, ვიდრე 2005 წელს. „კატრინას" შემდეგ სააგენტოში არა მხოლოდ შიდა პროცესები დაიხვეწა, არამედ გააქტიურდა თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან. „კატრინას" შემდეგ ფედერალურმა მთავრობამ, ასევე, ახლო ურთიერთობა დაამყარა საყოფახვორებო საქონლის გიგანტ ქსელებთან, როგორიცაა მაგალითად, „ვოლმარტი" და „ტარგეტი", რომლებიც გაცილებით სწრაფად ახერხებენ დაზარალებულ ადგილებში მოსახლეობისთვის წყლის და აუცილებელი ნივთების მიტანას.

„სენდის" გამო „ვოლმარტს" 10 შტატში 290 მაღაზიის დაკეტვა მოუწია. სამშაბათ საღამოსთვის კომპანიამ მძიმედ დაზიანებული 74 მაღაზიის გარდა ყველა გახსნა და მოსახლეობის მომსახურება აღადგინა. „ვოლმარტის" წარმომადგენელი, კაილა ვალინგი აცხადებს:

„ჩვენ საგანგებო სიტუაციების შემთხვევებისთვის სადისტრიბუციო ცენტრები გვაქვს, რომლებიც სტრატეგიულ ადგილებზეა განლაგებული. ამ საწყობებში ისეთი საქონელი გვაქვს, რომლებიც უბედური შემთხვევების დროს ადამიანის ელემენტარულ საჭიროებებს დააკამყოფილებს.“

ვალინგის თქმით, „ვოლმარტი" აქტიურადაა ჩართული „სენდის" შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაში და უწყვეტ კავშირზეა ფედერალურ მთავრობასთან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG