ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალ სენდით დაზარალებულთა დახმარების კონცერტი


მედისონ სქუეარ გარდენში საქველმოქმედო კონცერტი როკენროლის ლეგენდამ ბრუს სპრიგნსტინმა გახსნა

გუშინ ნიუ იორკში პოლ მაკარტნიმ, კანიე ვესტმა, ჯგუფმა როლინგ სტოუნსმა და სხვა პოპულარულმა მუსიკოსებმა, ქარიშხალ სენდით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, ორსაათიანი საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.
მედისონ სქუეარ გარდენში საქველმოქმედო კონცერტი როკენროლის ლეგენდამ ბრუს სპრიგნსტინმა გახსნა. სპრინგსტინი თავად არის ქარიშხალ სენდით დაზარალებული ქალაქის - ნიუ ჯერსის მკვიდრი. მასთან ერთად ცნობილი სიმღერა “born to run” ნიუ ჯერსში დაბადებულმა მომღერალმა ჯონ ბონ ჯოვიმ შეასრულა.
შოუს ორგანზიატორთა განცხადებით, კონცერტის ნახვა ინტერნეტით პირდაპირ ეთერში მსოფლიოს მასშტაბით ორ მილიარდამდე ადამიანს შეეძლო. სპონსორების და შემოწირულობების დახმარებით, შოუს ფონდში გუშინვე 30 მილიონი დოლარი შევიდა.
XS
SM
MD
LG