ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხორვატიის ყოფილი პრემიერის ვერდიქტი


ხორვატიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ივო სანადერი. 20 ნოემბერი, 2012 წ.

ზაგრების სასამართლომ სანადერი 6 მილიონი დოლარის ქრთამის აღებაში დაანაშაულა

ხორვატიის სასამართლომ ყოფილ პრემიერ მინისტრს, ივო სანადერს კორუფციის ბრალდებით 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ზაგრების სასამართლომ სანადერი 6 მილიონი დოლარის ქრთამის აღებაში დაანაშაულა, რის საფასურადაც ყოფილმა პრემიერმა უნგრულ ნავთობის კომპანიას ხორვატიის სახელმწიფო კომპანიაზე მართვის უფლება მისცა.

სასამართლომ სანადერი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ავსტრიული ბანკის 700,000 დოლარით დავალიანებაშიც დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ამ ქმედებას „სამხედრო სპეკულაცია” უწოდა.

ვერდიქტს სანადერი უემოციოდ შეხვდა.მან ყველა ბრალდება უარყო, მისი ადვოკატები კი, სავარაუდოდ, განაჩენს გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG