ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამართლიანობის მოთხოვნით


მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეები ნიუ იორკში, სან ფრანცისკოში, ბოსტონში, დეტროიტსა და ჩიკაგოში ზიმერმანის გათავისუფლებას აპროტესტებენ

კვირას ამერიკის მასშტაბით, რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტრო დემონსტრაციებზე. ამერიკელების ნაწილი ფლორიდაში ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებს, რომლის თანახმადაც ჯორჯ ზიმერმანი უდანაშაულოდ გამოცხადდა. ზიმერმანმა ფიზიკური კონფრონტაციის დროს შეუიარაღებელ შავკანიან თინეიჯერს სასიკვლიდო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც 17 წლის ტრეივონ მარტინი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეები ნიუ იორკში, სან ფრანცისკოში, ბოსტონში, დეტროიტსა და ჩიკაგოში სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება რასისტული მოსაზრებებით იყო მოტივირებული.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კვირას განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და ასევე აღნიშნა, რომ „ამერიკა კანონების ქვეყანაა და ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება მიიღეს.“
XS
SM
MD
LG