ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროკურატურა "სამსუნგის" დირექტორის დაპატიმრებას ითხოვს


სამხრეთ კორეელი გამომძიებლები სამსუნგის აღმასრულებელი დირექტორის, 48 წლის ლი ჯა-იონგის დაკავებას ითხოვენ. საქმე ეხება კორუფციის სკანდალს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საბაბი გახდა.

პროკურორებმა კომპანია სამსუნგის და პრეზიდენტის კავშირების საქმეზე გამოძიება დაამთავრა. სეულის სასამართლო დაკავებაზე გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებს.

სამსუნგი კორეის უმსხვილესი კომპანიაა, რომლის მმართველის დაკავებამაც, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე. თუმცა პროკურატურის სპიკერი აცხადებს, რომ სამართლიანობა უფრო მნიშვნელოვანია.

XS
SM
MD
LG