ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი უკრაინას ორ ფრონტზე დაეხმარება


სამანტა პაუერი კიევში, 11 ივნისი, 2015

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი სამანტა პეუერი კიევშია. დღეს, უკრაინის დედაქალაქში გაკეთებული მოხსენებისას, პეუერმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს უკრაინის მთავრობას რუსული აგრესიის დაძლევისა და ღია მმართველობის შექმნის ძალისხმევაში.

გაეროში ამერიკის ელჩი, კიევში უკრაინის მთავრობის ლიდერებთან მართავს შეხვედრებს. მისივე გზავნილი „ტვიტერის“ მიკრო ბლოგში იტყობინება, რომ ვიზიტისას ის უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას ორ ფრონტზე დაუდასტურებს: პირველია დახმარება რუსეთის აგრესიის დასაძლევად და მეორე-პაუერის თქმით- ღია,ანგარიშვალდებული მთავრობის მშენებლობა.

XS
SM
MD
LG