მას შემდეგ, რაც მემარჯვენე პოპულისტურმა პარტია „ლიგამ“ მატეო სალვინის ხელმძღვანელობით იტალიის მთავრობა დატოვა, მმართველი კოალიცია დაიშალა. შედეგად, მოხდა მინისტრთა ახალი კაბინეტის შერჩევა.
ჯუზეპე კონტე იტალიის პრემიერ-მინიტრის თანამდებობაზე რჩება, მაგრამ მინისტრთა პოსტებზე ცვლილებები მოხდა. იტალიის მთავრობა ახლა უფრო მეტად მემარცხენე-ცენტრისტულია.
ახალ მთავრობაში შევიდა პოპულისტური „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ათი წარმომადგენელი, 9 მინისტრი დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც ადრე ოპოზიციაში იყო, ერთი წარმომადგენელი მემარცხენე პარტიიდან „თანასწორები და თავისუფლები“ და ერთი უპარტიო მინისტრი, რომელიც სალვინის ნაცვლად ჩაუდგება სათავეში შინაგან საქმეთა სამინისტროს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სალვინიმ, „ხუთი ვარსკვლავის“ კოალიცია იმ გათვლით დატოვა, რომ მისი წასვლის შემდეგ, პრემიერ კონტეს ვადამდელი არჩევნების დანიშნვა მოუწევდა. „ლიგის“ ევროსკეპტიკოსმა ლიდერმა, რომელიც ხშირად პრო-რუსულ პოზიციაზე იდგა, არასწორი გათვლა გააკეთა. კონტე არ გადადგა და შესაბამისად, არც არჩევნები დანიშნა.
Facebook Forum