ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თაღლითები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ


ეჭვმიტანილთა ჯგუფი სალმონელით ინფიცირებულ არაქისის კარაქს წლების განმავლობაში ყიდდა

შეერთებული შტატების სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს საკვები პროდუქციის კომპანიის მფლობელის და სამი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლებმაც სალმონელით ინფიცირებულ არაქისის კარაქი მომხმარებელზე გაყიდეს. შედეგად ამერიკაში ცხრა ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაავადდა.

ხუთშაბათს ჯორჯიის შტატის სამხრეთში სტიუარტ პარნელს და მის თანამშრომელს შეთქმულების მოწყობა და თაღლითობა დასდეს ბრალად.

ფედერალური პროკურორები ჯგუფს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი წლების განმავლობაში პროდუქციაში სალმონელის არსებობას მალავდნენ. ეჭვმიტანილებმა ამ მიზნით ხარისხის დამადასტურებელი ყალბი სერთიფიკატებიც კი შექმნეს.

დანაშულის დამტკიცების შემთხვევაში ჯგუფის წევრებს 20 წლიანი პატიმრობა ელით.
XS
SM
MD
LG