ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საიამ" საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა შეაფასა


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საკუთარ მრავალწლიან მუშაობაზე დაყრდნობით, საქართველოში ქალთა უფლებების მდგომარეობის შეფასებას ახდენს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში გატარებული დადებითი ღონისძიებების მიუხედავად, სქესთა თანასწორობის საკითხი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება და სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა კუთხით მუშაობას მოითხოვს.

ასოციაციის აზრით, „ფემიციდის“ შემთხვევები, სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული პოლიტიკის სისუსტეზე მიანიშნებს. 2020 წელს, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლის ან პარტნიორის ხელით 8 ქალი იქნა მოკლული.

სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს და გოგონებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შემთხვევებში, სხვადასხვა მიზეზის გამო სამართალდამცავებს ნაკლებად მიმართავენ. ასევე გართულებულია მათი რეაბილიტაციაც, რადგან შშმ პირებზე მორგებული სარეაბილიტაციო ცენტრები არ არსებობს.

„საია“ ყურადღებას ამახვილებს ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხზეც, რომელიც ერთ-ერთი პრობლემაა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რაიონებში.

საჯარო სივრცეში და შრომით ურთიერთობებში სექსუალური ხასიათის შევიწროების საკითხი, 2019 წელს საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდა. საჯარო სივრცეში მის აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი, შრომით ურთიერთობებში კი სახალხო დამცველი.

ასოციაცია აცხადებს, რომ დანაშაულის პრევენციის ხელს უშლის მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამის არარსებობა. დამცავი ორდერის გაცემის შემთხვევაში, ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის აღსრულება შეუძლებელია, რადგან მთავრობას შესაბამისი დადგენილება არ მიუღია და აღსრულების წესი განსაზღვრული არ არის.

„საიამ“ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს არსებული ხარვეზების აღმოფხვრისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG