ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ სახელმწიფო მდივანს შეხვდა


მ. სააკაშვილი, ჯ. კერი, 1 მაისი, 2013, ვაშინგტონი
პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკის სახელმწფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა.

ორმხივი ბრიფინგისას ჟურნალისტების წინაშე, ჯონ კერიმ საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთში, სამშვიდობო კონტიგენტის ფარგლებში გაწეული დახმარებისათვის, და კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოს 2014 წლის შემდეგ ავღანეთის დახმარების გაწევის სურვილიც აქვს. ამერიკის მთავარმა დიპლომატმა თქვა, რომ ამერიკა საქართველოს თავის მხრივ დახმარებას უწევს და ეს ნატოსა და ევროსტრუქტურებში გაწევრიანებაში მხარდაჭერას გულისხმობს. კერიმ ამასთან კმაყოფილება გამოხატა საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიულად გადაბარების გამო.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ამერიკის სახელმწიფო მდივანს შეხვედრისთვის მადლიერება გადაუხადა და აღნიშნა რომ საქართველოსთვის ამ გადამწყვეტ მომენტში შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 აპრილს ჩამოვიდა.

25 აპრილს ის ტეხასის შტატის დედაქალაქ დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრო, არიზონას შტატში კი მონაწილეობა მიიღო ჯონ მაკკეინის ინიციატივით მოწყობილ სედონას ფორუმში.
სააკაშვილი ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სედონას ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

შეხვედრის ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე:

http://s3.amazonaws.com/em_files/2013_05/01-kerrySaakasvili-s3.mov
XS
SM
MD
LG