ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის ყოფილი ლიდერი დაკითხვაზე დაიბარეს


პარკ გუინ-ჰე
პარკ გუინ-ჰე

პარკ გუინ-ჰე -სამხრეთ კორეის ყოფილი ლიდერი- კორუფციის სკანდალთან დაკავშირებით დაიკითხა. დღეს პროკურორის ოფისში გამოცხადებისთანავე, მან თქვა, რომ ხალხის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობს და რომ გამოძიებასთან “გულწრფელად” ითანამშრომლებს.

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს პოსტი მარტის დასაწყისში მას შემდეგ დაატოვებინა, რაც კანონმდებლებმა პარკ გუინ-ჰეს იმპიჩმენტს მისცეს ხმა. სამხრეთ კორეაში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 9 მაისს არის დანიშნული.

XS
SM
MD
LG