ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი მექრთამეობაში წაუყენეს


სამხრეთ კორეის პროკურორებმა ქვეყნის გადაყენებულ და დაპატიმრებულ პრეზიდენტ პარკ გუინ ჰეს მექრთამეობის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

პარკი ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია, რომელიც თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენეს და დააპატიმრეს, რაც სამხრეთ კორეის სასამართლომ პროკურორის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი დაამტკიცა. მას ბრალი ქრთამის აღებაში, გამოძალვაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში წაუყენეს.

ერთ-ერთი ბრალდება იმაში მდგომარეობს, რომ თავის თანამზრახველ მეგობართან ერთად, ყოფილმა პრეზიდენტმა კორეის კონგლომერატს 69 მილიონი დოლარი გამოსძალა, რომელიც შეწირულობის სახით, ორ საეჭვო ფონდში გადარიცხეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG