რუსეთში იძებნება ორი მამაკაი, რომლებიც მოსკოვში ჟურნალისტ ოლეგ კაშინს თავს დაეხსნენ და სასტიკად სცემეს.
ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან მოგვითხრობს, რომ დედაქალაქში ყოველ საათში ერთხელ ტელევიზიით აჩვენებენ თუ როგორ ესაუბრება მოსკოველი დეტექტივი შინაგან საქმეთა მინისტრს და მას გამოძიების დეტალებს ამცნობს.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას პოლიციური აპარატის შიგნით სიგნალის გაგზავნა სურს და შთაბეჭდილების შექმნა, რომ კრემლი სერიოზულად ეკიდება მომხდარს და რომ მართლაც სურს დამნაშავეების დასჯა.
ორი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი საგაზეთო ჯურნალისტებს შეხვდა და დაპირდა მათ რომ თავდამსხმელებს დააკავებდა:
გარდა იმისა, რომ კრემლი დამნაშავეების დაკავებაზე საუბრობს, ექსპერტებს საყურადღებოდ ეჩვენებათ ის გარემოება, რომ აღნიშნული ვიდეო კლიპი მსოფლიო და რუსული საზოგადოების დაშოშმინებას ცდილობს. კაშინი, გაზეთ კომერსანტის საკმაოდ ცნობილი ჟრნალისტია, და მას არასდროს უმუშავია საგამოძიებო ჟურნალისტად.
დღესდღეობით ჯურნალისტი ისევ კომაშია. მომხდარის ირგვლივ კი კრიტიკა არ ცხრება ვაშინგტონიდან და ევროპოიდან, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფებისგან. რუსეთში, ჟურნალისტები კრემლისგან სიმკაცრეს ითხოვენ მათი უფლებების დასაცავად.
მოსკოვში, პრესის მდგომარეობისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის დისკუსიის დროს, ოპოზიციური რუსული რადიო სადგურის რედაქტორი სამთავრობო გაზეთის რედაქტორის გვერდით იჯდა. ონლაინ გაზეთ გაზეთის რედაქტორმა ყველას პოზიცია გააჟღერა, როცა თქვა, რომ კაშინი არა იყო საგამოძიებო ჯურნალისტი, არამედ იგი საკუთარი აზრის გამოხატვისთვის დასაჯეს,
„ეხო მოსკვის“ რედაქტორი ალექსეი ვენედიკტოვი ეთანხმება ამ მოსაზრებას. მისი განცხადებით, დეტექტივები უსაფრთხოების 13 კამერიდან გადაღებულ კადრებს ჯერ კიდევ სწავლობენ იმ ადგილიდან სადაც კაშინს თავს დაესხნენ.
ვენედიკტოვის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ორი თავდამსხმელი დანაშაულის შემდეგ კიდევ ორი საათი კრემლის მიდამოებში იმყოფებოდა, მეტყველებს იმაზე, რომ მათ გავლენიანი თანამზრახველები ჰყავდათ.
ამ ეტაპზე რუსეთის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ჟურნალისტებზე თავდამსხმელებს სამუდამო პატიმრობას მიუსჯის.
2010 წლის განმავლობაში, რუსეთში 8 ჟურნალისტი მოკლეს. აქედან მხოლოდ ერთი დამნაშავე იქნა დაკავებული.